ახალი ამბები

ცხინვალი მერაბიშვილისა და მინძაევის შეხვედრის ინიციატივით გამოდის

ცხინვალი კონფლიქტის ზონაში დაძაბული სიტუაციის ფონზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და სამხრეთ ოსეთიდან მისი დე ფაქტო კოლეგის მიხეილ მინძაევის სასწრაფოდ შეხვედრის ინიციატივით გამოდის.


“ჩვენ დიდი ხანია ასეთი შეხვედრის მოწყობას ვთავაზობთ, მაგრამ ახლა, ამ ინციდენტის შემდეგ, ეს აქტუალურზე უფრო მეტია, რადგანაც სამშვიდობო პროცესის განვითარება შესაძლოა შეჩერდეს, რაც სიტუაციას ჩიხში შეიყვანს“, – განუცხადა “ინტერფაქსს“ 2 თებერვალს მიხეილ მინძაევმა.


იგი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილთან შეხვედრა მოქმედებების კოორდინაციის მიზნით აუცილებელია.

ჯერ–ჯერობით ქართული მხარე ამ შეთავაზებას არ გამოხმაურებია.


ცხინვალის რეგიონში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ტყვიავში 31 იანვარს რუსი სამშვიდობოების სატვირთო მანქანის ადგილობრივი მაცხოვრებლის მანქანასთან შეჯახებას რუს სამშვიდობოებსა და ქართველ სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

Back to top button