ახალი ამბები

ჟენევაში ქართულ–აფხაზური შეხვედრა იმართება

2–3 თებერვალს ჟენევაში გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის (საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ) მონაწილეობით ქართულ–აფხაზური შეხვედრა იმართება.


ქართულ დელეგაციას კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, ხოლო აფხაზურს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ხელმძღვანელობს.


შეხვედრაზე განიხილება საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობისა და დევნილთა დაბრუნების შესახებ დოკუმენტის პროექტი. ასევე გალის რაიონში შექმნილი ვითარება და უსაფრთხოების საკითხები.

Back to top button