skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი: საქართველოს ალტერნატიული გაზის კარგად ჩამოყალიბებული მექანიზმი აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 30 იანვარს განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი ენერგოკრიზისი “ვარჯიშივით“ იყო ქვეყნის ხელისუფლებისთვის, რამაც უბიძგა მთავრობას უზრუნველყოს გაზმომარაგების ალტერნატიული წყარო ანალოგიური ინციდენტის განმეორების შემთვევაში.


“ირანული გაზის იმპორტის დაწყება ნიშნავს, რომ თუ მომავალში ანალოგიური [ინციდენტი] განმეორდა, ბევრად უფრო სწრაფად უნდა მოხდეს ალტერნატიული წყაროებიდან გაზის მიღება, ეს ახლა უკვე კარგად ჩამოყალიბებული მექანიზმია“, – განაცხადა ნოღაიდელმა.


ირანიდან 2 მილიონი კუბური მეტრი გაზის პირველი ნაკადი საქართველოში  აზერბაიჯანის გავლით 30 იანვარს შემოვიდა.


პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა ენერგოსაბჭოს სხდომაზე, რომელმაც ქვეყანაში არსებული ვითარება და ენერგოსისტემაში დაგეგმილი რამდენიმე საინვესტიციო პროექტი განიხილა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button