skip to content
ახალი ამბები

რუსეთიდან გაზის მოწოდება დაიწყო

რუსეთმა 29 იანვარს განაახლა გაზის მიწოდება საქართველოსთვის, იტყობინება რუსული “გაზპრომის“ შვილობილი კომპანია “კავკაზტრანსგაზი”.


აღნიშნული ინფორმაცია დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმაც დაადასტურა.


კომპანია “თბილგაზის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გვიჩიანმა განაცხადა, რომ რუსული გაზი თბილისამდე დაახლოებით 16 სთ–ზე მოაღწევდა.


“ამის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ თბილისის მოსახლეობისთვის გაზის ეტაპობრივად მიწოდებას… მთლიანად თბილისის მოსახლეობისთვის გაზის მიწოდების აღდგენას კი ჩვენ ხვალ დილიდან შევძლებთ”, – განაცხადა გვიჩიანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button