
ახალი ამბები
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერები მოსკოვს სტუმრობენ
საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მოსკოვში იმყოფება, ხოლო აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში რუსეთის დედაქალაქში ჩასვლას დღეს გეგმავს.
„ინტერფაქსი“ ასევე იტყობინება „დედაქალაქში უცნობ წყაროზე“ დაყრდნობით, რომ მოსკოვში მოსალოდნელია შეხვედრა ბაღაფშს, კოკოითს და დნესტრისპირეთის ლიდერს იგორ სმირნოვს შორის.
თუმცა „რია ნოვოსტი“ იტყობინება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მურატ ჯიოევის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ შეხვედრა კოკოითსა და ბაღაფშს შორის მოსკოვში არ იგეგმება.
„ეს შესაძლოა მოგვიანებით მოხდეს, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, – განუცხადა ჯიოევმა „რია ნოვოსტის“ 27 იანვარს.