skip to content
ახალი ამბები

თბილისი რუსეთისგან „ტერორიზმში ეჭვმიტანილების“ ექსტრადირებას ითხოვს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვს რუსეთის ფედერაციამ ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს “გრუ”-ს ოფიცრები ანატოლი სისოევი და რომან ბოიკო, რომელთაც, ქართული მხარის ცნობით, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელეს ტერორისტული და დივერსიული აქტების სერია.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს პირები ეჭვმიტანილები არიან შემდეგი ობიექტების აფეთქებაში: 2004 წლის 14 სექტემბერს ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე აფეთქებულ იქნა მაღალი ძაბვის გადამცემი ანძა “ქართლი-2”, 2004 წლის 20 სექტემბერს გორის რაიონის სოფელ რეხაში აფეთქებულ იქნა მაღალი ძაბვის გადამცემი ანძები “ქართლი-2” და “იმერეთი”; 2004 წლის 9 ოქტომბერს გორის რაიონში სოფელ შავშვებში დაფიქსირდა მაღალი ძაბვის გადამცემი ანძების “ქართლი-2” და “ლიახვი”-ის აფეთქება; 2004 წლის 10 ოქტომბერს საჩხერის რაიონში აფეთქებულ იქნა მაღალი ძაბვის გადამცემი ანძა “ქართლი-2”.
 
„გუშინ განხორციელებული დივერსიული აქტები კი არის  მომხდარი ტერაქტების სერიის გაგრძელება“, – ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თუმცა, ამის დამადასტურებელი ფაქტები მოყვანილი არ არის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button