skip to content
ახალი ამბები

სოხუმი თბილისს გალის რაიონში ვითარების გამწვავებაში ადანაშაულებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  განცხადებაში ნათქვამია, რომ გალის რაიონში “ქართული ტერორისტული ჯგუფების გააქტიურების გამო აფხაზეთი იტოვებს უფლებას ადეკვატური რეაგირებისთვის“, იუწყება 17 იანვარს “აფსნიპრესი“.


სოხუმი მიიჩნევს, რომ გალის რაიონში ვითარების გამწვავება მიმართულია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების გაყვანისა და სამშვიდობო კონტიგენტის შეცვლისაკენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება აფხაზური მხარე და მიიჩნევს, რომ “სამშვიდობოების მანდატი კონფლიქტის ზონაში მშვიდობისა და სტაბილურობის რეალური გარანტიაა“.  


17 იანვრის განცხადებაში ასევე ნახსენებია პარტიზანული დაჯგუფება “თეთრი ლეგიონის“ ყოფილი მეთაური ზურაბ სამუშია, რომელიც დე ფაქტო საგარეო უწყების ინფორმაციით, ტერორისტულ ჯგუფს ხელმძღვანელობს და ღიად საუბრობს აფხაზეთის ტერიტორიაზე “ტერორისტული“ ჯგუფების მოქმედების განახლებაზე.


“ასეთმა აგრესიულმა რიტორიკამ შეიძლება მიგვიყვანოს გალის რაიონში შემდგომ დაძაბულობამდე და მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლამდე… ნდობა საქართველოსადმი აფხაზურ საზოგადოებაში შეიძლება აღდგეს მხოლოდ ომის და სხვა საომარი პროვოკაციების განუახლებლობის მტკიცე გარანტიის საფუძველზე“, – ნათქვმია განცხადებაში.


საქართველოს ხელისუფლებამ პარტიზანული ჯგუფები – “თეთრი ლეგიონი” და “ტყის ძმები” – გასულ წელს დაშალა. ამ ნაბიჯს ოფიციალური სოხუმი მიესალმა.

This post is also available in: English

Back to top button