ახალი ამბები

სააკაშვილი: ბაკურიანის და გუდაურის სამთო კურორტები რეგიონში უალტერნატივოა

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ბაკურიანის და გუდაურის სამთო კურორტებს რეგიონში ალტერნატივა არ აქვს.


“ეს ნიშნავს, რომ ახლა ჩვენ გვაქვს შანსი მოვიზიდოთ ასი ათასობით ტურისტი, რაც დამატებით შემოსავალს ნიშნავს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


იგი სიტყვით გამოვიდა ბაკურიანში, სადაც ახალი საბაგირო გზის გახსნის ცერემონიას დაესწრო.


ახალი სათხილამურო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომლის ღირებულებამაც 18 მილიონი ევრო შეადგინა, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა, რომელმაც ეს ქონება ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცა იმ პირობით, რომ ამ ინფრასტრუქტურის პრივატიზება არ მოხდება.


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ტურისტების რაოდენობა 2004-2005 წლის სეზონის შემდეგ ორჯერ გაიზარდა.


გასულ წელს საქართველომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბაკურიანში და ბორჯომში მანსპინძლობაზე გააკეთა განაცხადი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button