skip to content
ახალი ამბები

შალვა რამიშვილის სასამართლო პროცესი







შალვა რამიშვილი თბილისის საქალაქო
სასამართლოს პროცესზე – 29 აგვისტო, 2005 წ. 
13 იანვარს ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებლის და პოპულარული პოლიტიკური თოქ-შოუს “დებატების“ წამყვანის შალვა რამიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. 

შალვა რამიშვილი 27 აგვისტოს დეპუტატ კობა ბექაურისგან 100 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. შალვა რამიშვილს და ტელეკომპანია “202“-ის დირექტორს დავით კოხრეიძეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა 29 აგვისტოს შეუფარდეს. თუმცა, რამიშვილი და კოხრეიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.


13 იანვარს გამართულ პროცესზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა რამიშვილის და კოხრეიძის ადვოკატების შუამდგომლობა მათი გათავისუფლების თაობაზე იმ მოტივით, რომ განსასჯელების იზოლირება აუცილებელია, რადგან ისინი ხელს შეუშლიან გამოძიებას და საშიშნი არიან საზოგადოებისათვის. ადვოკატები ორივე ეჭვმიტანილს უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ.    

საქმე ეხება ორ მხარეს – შალვა რამიშვილს და დეპუტატ კობა ბექაურს. ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ რამიშვილი მას აშანტაჟებდა, მოითხოვდა რა მისგან 100 000 აშშ დოლარის გადახდას იმის სანაცვლოდ, რომ ტელეკომპანია არ გაუშვებდა კომპრომატულ მასალას ბექაურის მიერ საბაჟო ტერმინალ “ოპიზაში“ უკანონოდ შესყიდული აქციების შესახებ.
ბექაურის მიერ რამიშვილისთვის ფულის გადაცემის პროცესი პოლიციამ დეპუტატ ბექაურის დახმარებით ფარული კამერის საშუალებით გადაიღო.


ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნის შემდეგ, პარლამენტმა საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელიც ტერმინალ “ოპიზაში“ დეპუტატ ბექაურის საქმიანობას იძიებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button