ახალი ამბები

საია-ს თავმჯდომარე ასოციაციის წინააღმდეგ ქმედებებს “პოლიტიკურ თავდასხმად“ აფასებს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“  (საია) თავმჯდომარემ ანა დოლიძემ ბოლო პერიოდში ასოციაციის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ “პოლიტიკურ თავდასხმად“ შეაფასა.


საია–ს წევრების ერთმა ჯგუფმა 9 იანვარს ორგანიზაციაში რეფორმები და თავმჯდომარის, ანა დოლიძის გადაყენება მოითხოვა. ორგანიზაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ოპოზიციური “რესპუბლიკური“ პარტიის მიმართ მიკერძოებაში დასდეს ბრალი, რასაც საია-ს ხელმძღვანელობა უარყოფს. ახალგაზრდა იურისტების ყოფილი ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი დღეს “რესპუბლიკური” პარტიის ერთ–ერთი ლიდერია.


“ეს არის პოლიტიკური თავდასხმა მთელ სამოქალაქო სექტორზე, რომლის ერთადერთი მიზანია მისი დისკრედიტირება, რადგან სამოქალაქო სექტორი ამბობს სიმართლეს და სიმართლე, ეტყობა, საშიშია“, – განაცხადა აშშ-დან თბილისში დაბრუნებულმა ანა დოლიძემ 13 იანვარს.


მისი თქმით, უახლოეს პერიოდში საია–ს გამგეობის სხდომა გაიმართება, სადაც განისაზღვრება, თუ რა რეაგირებას მოახდენს ასოციაცია “ამ თავდასხმაზე“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button