skip to content
ახალი ამბები

ბორის ჩოჩიევი ქართველ სამშვიდობოთა როტაციაზე კომენტარს აკეთებს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ბორის ჩოჩიევმა კონფლიქტის ზონაში ქართველ სამშვიდობოთა ხშირი როტაცია გააპროტესტა და განაცხადა, რომ ეს იმ შეთანხმების დარღვევაა, რომელიც როტაციას ექვს თვეში ერთხელ ითვალისწინებს.


რუსი სამშვიდობოების განცხადებით, ქართულმა მხარემ როტაცია 9 იანვარს დაასრულა და კონფლიქტის ზონაში 200 სამხედრო განათავსა. ამავე ინფორმაციით, წინა როტაცია ქართულმა მხარემ ორი თვის წინ განახორციელა.


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ 12 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჩოჩიევმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ძალების ხშირი როტაციის გზით, ქართული მხარეს სურს თავის ჯარებს კონფლიქტის ზონის მიდამოები შეასწავლოს, “რათა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის შემთხვევაში უკეთ ორიენტირება შეძლონ“.


მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სამშვიდობოები შერეული სამშვიდობო ძალების ნაწილს შეადგენენ, ისინი უარს აცხადებენ დაემორჩილონ შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობას, რომელიც “ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მათი განთავსების კანონიერებას კითხვის ქვეშ აყენებს“.


ბორის ჩოჩიევმა ასევე გააკეთა კომენტარი ქართული მხარის წინადადებაზე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის 18-20 იანვარს თბილისში  ჩატარების თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს შეუძლებელია უსაფრთხოების გარანტიების ნაკლებობის გამო. იგი სანაცვლოდ სხდომის ვლადიკავკაზში ჩატარების ინიციატივით გამოდის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button