ახალი ამბები

აშშ არუთუნიანის წინააღმდეგ განაჩენს მიესალმება

აშშ-ს საელჩო თბილისში მიესალმება ინფორმაციას შარშან მაისში აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ვლადიმერ არუთუნიანის გასამართლების თაობაზე, ხოლო სასამართლო პროცესს “სამართლიანს და გაწონასწორებულს“ უწოდებს.  


“ამერიკის შეერთებული შტატები მადლიერების გრძნობით აღნიშნავს, რომ დაცული იყო კანონის უზენაესობა და კმაყოფილებას გამოთქვამს გამოტანილი განაჩენის გამო. ეს კონკრეტული საქმე სამართალდამცავი ორგანოების საერთაშორისო დონეზე თანაშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ძალზედ შთამბეჭდავია ამერიკელ და ქართველ გამომძიებლებსა და პროკურორებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხარისხი და გამოვლენილი პროფესიონალიზმი”, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ 12 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.


11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ვლადიმერ არუთუნიანი დამნაშავედ ცნო პრეზიდენტ ბუშის მკვლელობის მცდელობაში და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ არუთუნიანი ასევე დამნაშავედ ცნო შარშან ივლისში, მისი დაკავებისას, უშიშროების ოფიცრის მკველობაში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button