ახალი ამბები

ყაზახეთი საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ სფეროში ინვესტიციას გეგმავს

ყაზახური ბანკის “ტურან ალემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მუხტარ აბლიაზოვმა 11 იანვარს განაცხადა, რომ ბანკი საქართველოში ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში ინვესტიციების ჩადებას გეგმავს.


“ბიზნეს-გეგმა ერთი თვის ვადაში მომზადდება… ეს იქნება საერთაშორისო კონსორციუმი საქართველოსა და ყაზახეთის მონაწილეობით. ახლა განიხილება სხვა ინვესტორების მონაწილეობის საკითხიც“, – აცხადებს “რია ნოვოსტი“  მუხტარ აბლიაზოვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილთან 11 იანვარს ასტანაში მოლაპარაკებები გამართა.


მისი თქმით, პროექტის ღირებულება 350 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო მშენებლობა სამი წლის ვადაში დასრულდება. “ჩვენ მზად ვართ მშენებლობა წელს დავიწყოთ“, – განაცხადა “ტურან ალემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button