skip to content
ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი “საია“–ს წინააღმდეგ საუბრობს

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის გავლენიანი ორგანიზაციის “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ორგანიზაციამ 12 მილიონი აშშ დოლარი გაფლანგა.


საია–ს წევრების ერთმა ჯგუფმა 9 იანვარს ორგანიზაციაში რეფორმები და თავმჯდომარის ანა დოლიძის გადაყენება მოითხოვა. ამ უკანასკნელს და ამჟამინდელ ხელმძღვანელობას პოლიტიკურ ორიენტაციაში დასდეს ბრალი, რაც ოპოზიციურ “რესპუბლიკურ პარტიასთან“ ლოიალობას გულისხმობს. ორგანიზაციის საქმიანობით უკმაყოფილოთა შორის არის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და იმერეთის ყოფილი გუბერნატორი გია გეწაძე.


“ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რომ ის ორგანიზაცია, რომელიც ბევრი ადამიანის ხელშეწყობით განვითარდა, ახლა იმ ხალხს წარმოადგენს, რომელთაც ორი წიგნიც კი არ წაუკითხავთ იურისპოდენციაში“, – განუცხადა ოქრუაშვილმა “რუსთავი 2“-ს.


საია–ს ხელმძღვანელობამ ამ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ ეს არის ხელისუფლების მცდელობა ხელში ჩაიგდოს ორგანიზაცია, რომელიც ქვეყანაში კანონის უზენაესობის კუთხით არსებული პრობლემების წინააღმდეგ ხმამაღლა საუბრობს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button