skip to content
ახალი ამბები

სეპარატისტთა ლიდერებმა მოსკოვში შეხვედრა გამართეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, 20 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა სერგეი ბაღაფშმა, ედუარდ კოკოითმა და იგორ სმირნოვმა კონფლიქტის ზონებში არსებული ვითარება და ამ კონფლიქტების მოგვარების საკითხები განიხილეს.


ამავე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მხარეების მიერ წარმოდგენილ სამშვიდობო ინიციატივებს კონფლიქტის ზონებში დაძაბული ვითარების განმუხტვის და ნდობის აღდგენის მიზნით.


სამივე ლიდერმა მიიღო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში ოფიციალური შეხვედრა გამართონ აქამდე მიღწეული შეთანხმებების განმტკიცების მიზნით. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button