
ახალი ამბები
შსკ-ს სხდომა მოსკოვში გაიმართება
27-28 დეკემბერს მოსკოვში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართება.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ქართული დელეგაცია სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით მოსკოვში 25 დეკემბერს გაემგზავრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 20 დეკმებერს პარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის განხილვის მთავარი თემა კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის საკითხი უნდა გახდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)