ახალი ამბები

ცხინვალში სარეაბილიტაციო პროექტები განიხილეს

ცხინვალში 16 დეკემბერს ეუთოს მისიის მიერ ორგანიზებული შეხვედრის მთავარი თემა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სარეაბილიტაციო და განვითარების პროექტების განხორციელება იყო, იტყობინება ეუთოს მისია საქართველოში.


“ეკონომიკურმა რეაბილიტაციამ შესაძლოა გააძლიეროს ნდობა მხარეებს შორის და უფრო ხელსაყრელი პირობები შექმნას კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგისთვის ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მიზნით”, – განაცხადა ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა შეხვედრაზე.


მან ასევე აღნიშნა, რომ შერეული საკონტროლო კომისია (შსკ) იზიარებს ამ შეხედულებას, დათანხმდა რა დაიწყოს საჭიროებების შეფასების პროგრამის განხორციელება.


“ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანი კომპონენტია მხარეების ხელმძღვანელობის მიერ ბოლო დროს წარდგენილ სამშვიდობო ინიციატივებში“, – დასძინა მან.


ქართულ მხარეს შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ვოლსკი წარმოადგენდა.


შეხვედრაში ასევე მიიღეს მონაწილეობა ჩრდილოეთ ოსეთის და რუსეთის წარმომადგენლებმა, ასევე დონორი ქვეყნების, მათ შორის ევროკომისიის და აშშ-ს საელჩოს, წარმომადგენლებმა.


შეფასების სამუშაოები 2006 წლის მარტის შუა რიცხვებში დასრულდება, რასაც მოყვება დონორების კონფერენცია შსკ-ს თანათავმჯდომარეების მონაწილეობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button