ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთში გატაცებულთა ნაწილი გათავისუფლებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ათობით საქართველოს მოქალაქე, რომლებიც თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მილიციამ სამშაბათს დააკავა, 6 დეკემბრის საღამოს გაათავისუფლეს, მაგრამ სამი ქართველი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი კვლავ სამხრეთ ოსური მხარის ხელში რჩება.


“ჩვენ არ გვინდა სიტუაციის დაძაბვა, ჩვენ გვინდა სრულად მივყვეთ [სამხრეთ ოსეთის] სამშვიდობო გეგმას, რათა არ ჩაიშალოს ის. ამიტომაც ჩვენ თავს ვიკავებთ რადიკალური ნაბიჯების გადადგმისაგან, მაგრამ ყველასთვის ცნობილია და მათაც [სამხრეთ ოსურმა მხარემ] იციან, რომ თუ არ გაათავისუფლებენ საქართველოს მოქალაქეებს, ეს ნაბიჯი ძალიან ძვირად დაუჯდებათ“, – განაცხადა მერაბიშვილმა.


“მე ვიძლევი გარანტიას, რომ ისინი [ოთხი დაკავებული] გათავისუფლდებიან“, – დასძინა მინისტრმა.


ოსური მხარის მიერ გატაცებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მათი რიცხვი 10–დან 20–მდე მერყეობს.


ეს გატაცებები მას შემდეგ განხორციელედა, რაც საქართველოს სამხრედრო პოლიციამ 5 დეკემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის სოფელ არცევის მილიციის უფროსის მოადგილე ვიაჩესლავ კუძიევი დააკავა.  კუძიევი სამხედრო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისას სროლის დროს მაშინ დაიჭრა, როცა მის აყვანას სამხედრო პოლიცია სოფელ ერგნეთთან ცდილობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button