skip to content
ახალი ამბები

ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე კონფლიქტების შესახებ საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 5 დეკემბერს ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ სურვილის არქონა გამართო “რეალური დიალოგი“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელისუფლებებთან არის კონფლიქტების მოუგვარებლობის მთავარი მიზეზი.


“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეუთოს სივრცეში კონფლიქტური სიტუაციების არსებობის ძირითადი მიზეზი არის ადრე მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა და ე.წ. არატიტულოვანი ეროვნებებისა და შესაბამისი ავტონომიური სტრუქტურების ინტერესების არასაკმარისად წარმოდგენა, მათთან რეალური დიალოგის განხორციელების სურვილის არქონა“,  –  განაცხადა ლავროვმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button