ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთში სროლის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა

ქართული მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 5 დეკემბერს საქართველოს სამხედრო პოლიციასთან მომხდარი სროლის შედეგად ოსური სოფელ არცევის მილიციის უფროსის მოადგილე ვიაჩესლავ კუძიევი დაიჭრა.


საინფორმაციო სააგენტო “ახალი ამბები – საქართველოს“ ცნობით, კუძიევი მაშინ დაიჭრა, როდესაც საქართველოს სამხედრო პოლიცია შეეცადა იგი ქართულ სოფელ ერგნეთთან დაეპატიმრებინა. კუძიევი გორის ჰოსპიტალში მოათავსეს.


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტმა დაადასტურა, რომ კუძიევი სოფელ ერგნეთის მახლობლად დააპატიმრეს და ამ ფაქტს “გატაცება“ უწოდა. ამ ინფორმაციის თანახმად, კუძიევი ცხინვალის მიმართულებით მიემგზავრებოდა, თუმცა ერგნეთის მახლობლად თავს დაესხნენ და “გაიტაცეს“.


ჯერ-ჯერობით უცნობია, რა იყო ამ ინციდენტის მიზეზი და რა იყო ქართული სამხედრო პოლიციის კონფლიქტის ზონაში ყოფნის მიზეზი, სადაც მხოლოდ შერეული სამშვიდობო ძალების სამხედროები უნდა იყვნენ. არც სამხრეთ ოსურ, არც ქართულ მხარეებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button