ახალი ამბები

სენაკში თანამედროვე სამხედრო ბაზა გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 19 ნოემბერს სენაკში ახალი სამხედრო ნაწილის გახსნის ცერემონიას დაესწრო.


“ჩვენ ვხსნით თანამედროვე, ნატოს სტანდარტებით აღჭურვილ სამხედრო ნაწილს სამეგრელოში. აქამდე სამხედრო ნაწილები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში და ქუთაისში იყო განთავსებული. აქ საუკეთესო პირობებია შექმნილი ჯარისკაცებისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, რომელიც ასევე დაესწრო გახნის ცერემონიას, მშენებლობის ღირებულებამ დაახლოებით 11 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


ახალი სამხედრო ბაზა 3 ათასი სამხედრო მოსამსახურისთვის არის გათვლილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button