skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 12 ნოემბერს რადიო “ეხო მოსკვი“–სთვის  მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო მზად არის “ყველა ქვეყანასთან იმეგობროს, ვინც დაეხმარება პრობლემების მოგვარებაში“.


“საქმე ის არის რომ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რომელსაც აქვს დიდი პრობლემები, რომელიც წარსულიდან არსებობს… ჩვენთვის ყველაზე უფრო ადვილად ამ პრობლემების მოგვარება შეუძლია რუსეთს“, – განაცხადა ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველო-რუსეთს შორის არც ისე “უღრუბლო“ ურთიერთობები გაუმჯობესდება, “და ამისთვის მე მზად ვარ გავიღო მთელი ძალ-ღონე“, – აცხადებს სააკაშვილი. 


8 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებისა და განმტკიცების მომხრეა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button