skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ლიტვის პრეზიდენტი ეწვევა

ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი 9-10 ნოემბერს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.


ვიზიტის ფარგლებში ვალდას ადამკუსი შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და სხვა ოფიციალურ პირებს.


ნოემბრის დასაწყისში ვალდას ადამკუსმა ხაზი გაუსმა, რომ ლიტვა ყოველთვის უჭერდა და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს მცდელობებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button