skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის მუშაობით კმაყოფილია

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მთავრობის კურსი სტაბილურია და იგი კმაყოფილია მინისტრთა კაბინეტის მუშაობით.


“მთავრობის კურსი რჩება სტაბილური და მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა საუცხოოდ და იმაზე უფრო ბევრად უკეთესად, ვიდრე ამას ბევრი მოელოდა, ართმევს თავს თავის მოვალეობებს.  ჩვენ გვყავს ეფექტური, ერთიანი, კომპეტენტური, ძლიერი მინისტრთა კაბინეტი და მე კმაყოფილი ვარ ამ კაბინეტის მუშაობით. ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის [ზურაბ ნოღაიდელის] საქმიანობა სულ უფრო მეტ ქებას იმსახურებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.


დღევანდელ პოზიტიურ შეფასებებს წინ უძღვოდა 2 ნოემბერს პრეზიდენტის მხრიდან მინისტრების მისამართით გამოთქმული მკაცრი კრიტიკა “ხალხთან პირდაპირი კონტაქტების” უქონლობის გამო .

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button