skip to content
ახალი ამბები

თბილისი გმობს ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ კანონს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 24 ოქტომბერს აფხაზეთის სეპარატისტული პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს  ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას მკაცრი შეფასება მისცეს სეპარატისტთა ამგვარ ქმედებებს, რომელიც “აშკარად დისკრიმინაციული ხასიათის გადაწყვეტილებაა რეგიონის არააფხაზი და განსაკუთრებით ქართველი მოსახლეობის მიმართ“.


თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კანონის თანახმად აფხაზეთის მოქალაქედ ითვლება ყველა ეთნიკური აფხაზი, მიუხედავად მისი საცხოვრებელი ადგილისა და მოქალაქეობისა და ყველა ის პირი, რომელიც 1999 წლის 12 ოქტომბრის ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის მიღების შემდეგ არანაკლებ 5 წლისა მუდმივად ცხოვრობდა აფხაზეთში. ამასთან, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეს შეუძლია ერთდროულად იყოს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ხოლო ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში მას უფლება აქვს გახდეს მხოლოდ რუსეთის მოქალაქე.


“მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის სეპარატისტული პარლამენტის მიერ მიღებული ნებისმიერი დადგენილება და საკანონმდებლო აქტი არალეგიტიმურია და თავიდანვე ბათილად ითვლება, ამგვარი მოქმედება არის აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობა, არა მარტო ფაქტობრივად შეინარჩუნოს რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად ხელოვნურად შეცვლილი დემოგრაფიული მდგომარეობა, არამედ მოახდინოს ამ წმენდის ლეგიტიმიზაცია“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში .

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button