skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილმა გუბერნატორებს ხალხთან შეხვედრებისკენ მოუწოდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს კანცელარიაში რეგიონების რწმუნებულებთან გამართა შეხვედრა, სადაც მათ ხალხთან ინტენსიური მუშაობისაკენ მოუწოდა. 


პრეზიდენტის განცხადებით, “ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება და ხალხის ხელისუფლება უნდა იყოს მუდმივად ხალხში“, რათა გაირკვეს  “რა მოლოდინები არ შეუსრულდა ხალხს [ვარდების] რევოლუციის შემდეგ… რა არის დასახვეწი და შესაცვლელი“.


ორი კვირის შემდეგ პრეზიდენტი საზოგადოებაში არსებული განწყობების შესახებ რწმუნებულების ანგარიშებს ზუგდიდში დაგეგმილ შეხვედრაზე მოისმენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button