ახალი ამბები

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

24 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “აზერტაგი“.


პრეზიდენტებმა კმაყოფილება გამოხატეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით.


მიხეილ სააკაშვილი დაინტერესდა ბოლო პერიოდში აზერბაიჯანში განვითარებულ  მოვლენებით, კერძოდ, ოპოზიციური აქციების გააქტიურებით. ილხამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანში დემოკრატიული პროცესები ვითარდება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button