ახალი ამბები

საფრანგეთი დადებითად აფასებს ზურაბიშვილის მინისტრად საქმიანობას

20 ოქტომბერს გამოქვეყნებულ  განცხადებაში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან სალომე ზურაბიშვილის გათავისუფლება საქართველოს “შიდა პოლიტიკური საქმეა, რაც ჩვენ კომენტირებას არ საჭიროებს“.


“ჩვენ დადებითად ვაფასებთ ქალბატონ ზურაბიშვილის საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე“, – ნათქვამია განცხადებაში.


საფრანგეთში დაბადებულ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 19 ოქტომბერს მინისტრის პოსტიდან გადააყენეს, საქართველოში საფრანგეთის ელჩის თანამდებობა ეკავა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა იგი მინისტრის პოსტზე გასული წლის მარტში მას შემდეგ დანიშნა, რაც ზურაბიშვილის კანდიდატურა საფრანგეთის პრეზიდენტთან ჟაკ შირაკთან განიხილა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button