skip to content
ახალი ამბები

სოხუმში ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო

სოხუმში ჟენევის ფორმატში, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარ ქვეყანათა ჯგუფის მონაწილეობით ქართულ-აფხაზური მხარეების 20–21 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრა გაურკვევლი დროით გადაიდო.


შეხვედრის გადადების მიზეზად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის მოუმზადებლობა დასახელდა, რაზეც მხარეებს ძირითადათ უნდა ემსჯელათ.


დოკუმენტში პრიორიტეტულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები და გალის რაიონში არსებული ვითარების გამოსწორების მექანიზმები.


“დეკლარაციის პრინციპული დებულებები მისაღებია როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


გრძელდება კონსულტაციები შესაბამისი დოკუმენტის სრულყოფაზე გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჰეიდი ტალიავინის მონაწილეობით.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button