skip to content
ახალი ამბები

ქართული მხარე ცხინვალის მიმართულებით სროლას უარყოფს

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი არ ადასტურებს ინფორმაციას ქართული მხრიდან ცხინვალის მიმართულებით სროლის შესახებ.


მისი ინფორმაციით, 16 ოქტომბერს ცხინვალის ე.წ. ტექსტილის დასახლებაში “ერთ-ერთ მოსახლეს ასაფეთქებელი ნივთიერება აუფეთქდა, კონკრეტულად რა ნივთიერება ჯერ-ჯერობით უცნობია“. 


“ის, რომ ქართული სოფლიდან მოხდა გასროლა, აბსურდია“, –განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ვლადიმერ ჯუღელმა და დასძინა, რომ ოსურ მხარეს მასთან შეხვედრაზე პრეტენზიები არ გამოუთქვამს. 


16 ოქტომბერს 16:00 საათზე ცხინვალის ე.წ. ტექსტილის დასახლებაში ორი 120 მმ–იანი ნაღმის აფეთქების შესახებ ინფორმაცია 17 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტმა გაავრცელა. ამავე ინფორმაციის თანახმად, ცეცხლი ქართულ სოფელ ხეითიდან გაიხსნა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button