ახალი ამბები

კოკოითი ნოღაიდელთან შეხვედრაზე უარს აცხადებს

ცხინვალი უარს ამბობს ქართული მხარის წინადადებაზე 15 სექტემბერს გაიმართოს საქართველოს პრემიერ–მინისტრის ზუარბ ნორაიდელისა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის შეხვედრა, იუწყება 7 სექტემბრს “ინტეფაქსი“.


“ასეთი შეხვედრის გამართვის ინიციატივით ქართული მხარე გამოვიდა, მაგრამ აზრი არ აქვს შეხვედრას შეხვედრის გულისთვის. ასეთი შეხვედრები უნდა მომზადდეს სერიოზულად, შეთანხმდეს განსახილველი საკითხები, წინასწარ მოიხაზოს მათი გადაწყვეტის გზები, თუმცა თბილისის წინადადებებში მსგავსი არაფერი ყოფილა“, განუცხადა “ინტერფაქსს“ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგანგებო დავალებათა დე ფაქტო მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button