ახალი ამბები

ბელარუსში “კმარას“ ორი აქტივისტი დააკავეს







გიორგი კანდელაკი (მარცხნივ) და ბელარუსის
ოპოზიციის ლიდერი ანატოლი ლებედკო თბილისში,
აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტის დროს,
10 მაისი, 2005.
ქართული მედიის ცნობით, 24 აგვისტოს ბელარუსში ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას“ ორი აქტივისტი – გიორგი კანდელაკი და ლუკა წულაძე დააპატიმრეს.


გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ახალგაზრდა მინსკში ბელარუსის ახალგაზრდული მოძრაობა “ზუბრის“ კოორდინატორ ვლადიმერ კობეცთან ერთად დააკავეს. თუმცა, დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ კობეცი გაათავისუფლეს.


“ეს წმინდა პოლიტიკური დაპატიმრებაა, რადგანაც მე მოძრაობა “ზუბრს“ წარმოვადგენ … პოლიციამ ჩვენი თითის ანაბეჭდები აიღო და ჩვენი ხმა ჩაიწერა, რის შემდეგაც მე გამათავისუფლეს, გიორგი და ლუკა კი კვლავ პოლიციაში არიან“, განაცხადა კობეცმა “რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას.


გიორგი კანდელაკი და ლუკა წულაძე მინსკში ერთი კვირის წინ გაემგზავრნენ. “კმარას“ აქტივისტები უკრაინასაც ხშირად სტუმრობდნენ 2004 წლის ნარინჯისფერ რევოლუციამდე, რომლის დროსაც უკრაინის ახალგაზრდულ მოძრაობა “პორას“ წევრებს “ვარდების რევოლუციის” გამოცდილებას უზიარებდნენ. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button