skip to content
ახალი ამბები

რუსეთი დსთ-ს სივრცეში პოლიტიკის შეცვლას გეგმავს

რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას „კრემლის მაღალი რანგის წყაროზე“ დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც რუსეთი დსთ-ის ქვეყნების მიმართ თავისი პოლიტიკის შეცვლას გეგმავს, თუმცა „ეს უფრო მეტად შეეხებათ აშშ-ს და ევროკავშირს“.


ამგვარი ტიპის ინფორმაციებს ხშირად ავრცელებენ კრემლთან დაახლოებული საინფორმაციო სააგენტოები, რითიც ნიადაგს სინჯავვენ ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების წინ, როგორიცაა დიდი რვიანის შეხვედრა და დსთ-ს სამიტი.


წყაროს ცნობით, ახალი პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტი განხილული იქნება დსთ-ს სამიტზე, რომელიც 26 აგვისტოს ყაზანში გაიმართება, კერძოდ, „რუსეთი არ არის კმაყოფილი იმ მდგომარეობით, რომ იგი პრაქტიკულად ბევრი ქვეყნის ეკონომიკის სუბსიდირებას ახორციელებს, რომლის დროსაც დაბალ ფასად ენერგორესურსების მიყიდვით იგი პრაქტიკულად წაგებას ნახულობს, ხოლო ამ ქვეყნების მოსახლეობა კვლავ შიმშილობს. ამგვარი სიტუაციები „ნარინჯისფერი რევოლუციების“ საფუძველს ქმნის, რის შემდეგაც ცოტა რამ თუ იცვლება ხალხისთვის, ახალი მმართველები კი, ზოგიერთი მათგანი მაინც, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ხელფასებს აშშ-სგან იღებენ“.


როგორც ჩანს, ეს მესიჯი რუსეთის მოკავშირეებს ეხებათ, განსაკუთრებით ცენტრალურ აზიაში, სადაც ამჟამინდელ ლიდერებს ეშინიათ „ნარინჯისფერი რევოლუციების“ სცენარის გამეორებისა, რასაც საქართველოში და უკრაინაში ლიდერების შეცვლა მოყვა.  


წყაროს ცნობით, ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობებში რუსეთი შეეცდება „პოსტ-საბჭოთა სივრცეში შეჯიბრის ცივილიზებული წესები დაამყაროს“. ამით მან მიანიშნა, რომ რუსეთს ურჩევნია გახდეს ლიდერი რეგიონის ქვეყნებისთვის საერთაშორისო დახმარების უზრუნველყოფის საქმეში დიდი რვიანის ფორმატში. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button