skip to content
ახალი ამბები

თბილისში ყაზახური ბანკის ფილიალი გაიხსნა

ყაზახურმა ბანკმა “ტურანალემმა“, რომლის აქტივებიც 5,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, თბილისში 23 აგვისტოს ფილიალი გახსნა.


“ტურანალემმა” უკვე ჩადო ინვესტიციები სასტუმრო “ივერიის” რეკონსტრუქციაში. საქართველოში ბანკის ძირითადი პარტნიონია Silk Road Group-ი.


“ტურანალემს” უკვე გახსნილი აქვს წარმომადგენლობები მოსკოვში, კიევში, ერევანში და შანხაიში. ბანკის უმსხვილეს აქციონერებს შორის არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია.  

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button