ახალი ამბები

შსს ნარკორეალიზატორების გამოსავლენად ჯილდოს აწესებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ხელისუფლება 1,000 ლარის ოდენობოს ჯილდოს აწესებს იმ ღირებული ინფორმაციისთვის, რომელიც სამართალდამცავებს ნარკორეალიზატორების დაკავებაში დაეხმარება.


„იმედი გვაქვს, რომ გავალთ ნარკობიზნესში ჩართული ხალხის მასობრივ დაკავებებზე… თუმცა ამაში საზოგადოების დახმარება გვჭირდება“, განაცხადა ვანო მერაბიშვილმა პრეს-კონფერენციაზე, თან აქვე დასძინა, რომ ერთ კვირაში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი ცხელი ხაზით.


მერაბიშვილის განცხადებას წინ უძღოდა 17 აგვისტოს პოლიციის მიერ ოთხი კილო ოპიუმის ამოღება ფონიჭალაში. ეს ნარკოტიკული ნივთიერების ყველაზე დიდი რაოდენობაა, რომელიც ოდესმე ყოფილა ამოღებული საქართველოში.     

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button