ახალი ამბები

საბაჟოს და ფინანსურ პოლიციას იმპორტიორთა უკანონო დაბეგვრაში ადანაშაულებენ

15 აგვისტოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა და საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი ისაკაძემ დაგმეს ქვეყნის საზღვრების აღმოსავლეთით მდებარე საბაჟო სამსახურებში არსებული იმპორტიორთა დაბეგვრის პრაქტიკა და მას უკანონო უწოდეს.  


სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მებაჟეები იმპორტირებულ საქონელს ბეგრავენ არა მათი ღირებულების, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, არამედ მათი მოცულობის მიხედვით.


„იმპორტიორებს უხდებათ 1,000 ლარის გადახდა 1 კუბურ მეტრ იმპორტირებულ საქონელზე, რაც კანონის აბსოლუტური დარღვევაა. პირად საუბრებში მებაჟეები აცხადებენ, რომ ისინი მოქმედებენ ფინანსური პოლიციის უფროსის [დავით კეზერაშვილის] სიტყვიერი ბრძანების შესაბამისად, თუმცა ოფიციალურად, არც ერთი მათგანი ამას არ ადასტურებს. იმპორტიორთა განცხადებით, მებაჟეები და ის ექსპერტები, რომლებიც აფასებენ შემოტანილი ტვირთის ღირებულებას, ფინანსური პოლიციის მოხელეების ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან“, განაცხადა სოზარ სუბარმა.


საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი ისაკაძემ განაცხადა, რომ საბაჟოებში არსებული მდგომარეობა ხელს უშლის ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს განვითარებას.


 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button