skip to content
ახალი ამბები

უკრაინის პრეზიდენტი თბილისს სტუმრობს

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო დღეს არაოფიციალური სამდღიანი ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა. ეს ვიქტორ იუშჩენკოს პირველი ვიზიტია საქართველოში პრეზიდენტის რანგში.


ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ იუშჩენკო საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოინახულებს, მათ შორის კახეთს და ბორჯომს, სადაც პრეზიდენტები განახლებული პარკის გახნის ცერემონიას დაესწრებიან.


გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი სვანეთის რეგიონსაც ეწვევა.


ასევე იგეგმება საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების მიერ თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button