skip to content
ახალი ამბები

ცსკ რესპუბლიკელებისთვის უარის მიზეზს ხსნის

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარემ გია ქარვთარაძემ უსაფუძვლო უწოდა ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ბრალდებებს და 5 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ამ პარტიის რეგისტრაციაში არ გატარების მიზეზები ახსნა.


5 აგვისტოს რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუპაშვილმა განაცხადა, რომ პარტია  1 ოქტომბერს დანიშნულ მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ცსკ პარტიას დაბრკოლებებს უქმნის და რეგისტრაციაზე უარს ეუბნება.


გია ქავთარაძემ უარის მიზეზი შემდეგნაირად ახსნა: კანონის თანახმად პარტიამ სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს სხვადასხვა სახის დოკუმენტები, მათ შორის ცენტრალ საარჩევნო კომისიაში პარტიის წარმომადგენლის ვინაობა და ამ პიროვნების ზუსტი უფლებამოსილება, რომლითაც პარტიამ ეს პირი აღჭურვა.


„რესპუბლიკურმა პარტიამ საარჩევნო კომისიას რეგისტრაციისთვის 2 აგვისტოს მიმართა და თავის წარმომადგენლად ზურაბ მარაკველიძე დაასახელა, თუმცა არ მიუთითებია ამ პიროვნების უფლებამოსილება. ამის შემდეგ, ჩვენ რესპუბლიკურ პარტიას გავუგზავნეთ მიმართვა სადაც ვთხოვდით ამ პიროვნების უფლებამოსილების განმარტვას, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია. რესპუბლიკელებს პასუხის გასაცემად კიდევ ორი დღე აქვთ,“ – განაცხადა პრესკონფერენციაზე გია ქავთარაძემ.


მისი თქმით ანალოგიური შემთხვევას ადგილი ქონდა კიდევ ერთ ოპოზიციურ კონსევატიულ პარტიასთან მიმართებითაც. „მაგრამ ამ კონსერვატორებმა ყოველგვარი ხმაურის გარეშე დააზუსტეს საკუთარი წარმომადგენლის უფლებამოსილება და პრობლემის გარეშე გაიარეს რეგისტრაცია,“ – დასძინა გია ქავთარაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button