skip to content
ახალი ამბები

რესპუბლიკელები შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარტია 1 ოქტომბერს დანიშნულ მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის მიზეზად რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დღეს გამართულ პრეს-კონფერნციაზე ცენრტალური საარჩვენო კომისიის გადაწყვეტილება დაასახელა, რომლის მიხედვით პარტიას ხელახალი რეგისტრაციისთვის წარმოდგენილი დოკუმეტაცია ხარვეზების გამო უკან დაუბრუნდა.


უსუფაშვილის განმარტებით, პარტიამ შარშან გაიარა რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცსკ), თუმცა ახალმა ცსკ–ამ, რომელიც ივნისში დაკომპლექტდა, გადაწყვიტა რომ შარშანდელი რეგისტრაცია არ შეესაბამებოდა კანონს, შესაბამისად ეს რეგისტრაცია გააუქმა. ამის შემდეგ პარტიამ 1 აგვისტოს ცსკ–ს ახალი რეგისტრაციისთვის მიმართა, თუმცა კვლავაც უარი ეთქვა.
 
ასევე  აჭარის უმაღლესმა საბჭომ პირველი მოსმენით „უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს დაუჭირა მხარი,  რომლის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში უმაღესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება. ამ შემთხვევაში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ბათუმის ოლქში გიორგი მასალკინი.  
 
„აშკარაა, რომ ხელისუყფლება ცდილობს არჩევნებამდე ჩამოიცილოს მისთვის ყველაზე საშიში კონკურენტი რესპუბლიკური პარტია, ასეთ პირობებში აშკარა ხდება, რომ ხელისუფლება ემზადება არა პატიოსანი არჩევნების ჩატარებისთვის, არამედ სურს რესპუბლიკური პარტია ჩაითრიოს ბრძოლაში წესების გარეშე“ განაცხადა დღეს დავით უსუფაშვილმა.
 
მისი თქმით, დღეიდან რესპუბლიკური პარტია იწყებს საარჩევნო კამპანიას ადგილობრივი არჩევნებისთვის და მისი პოლიტიკური ორიენტირი ხდება 2006 წელს დაგეგმილი თვითმართველობის არჩევნები.
 
საარჩევნო შტაბს პარტიის წევრი თინათინ ხიდაშელი ჩაუდგება, რომელიც აგრეთვე უხელმძღვანელებს რესპუბლიკური პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციას.
 
შუალედური არჩევნები ცსკ-ს გადაწყვეტილებით სამ საარჩევნო ოლქში – ბათუმი, ტყიბული, ქობულეთი 1 ოქტომბერს დაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button