skip to content
ახალი ამბები

რუსული ბაზების გაყვანის დაწყება გადაიდო

ბათუმის ბაზიდან რუსული მძიმე შეიარაღების ნაწილის გატანის დაწყება გაურკვეველი დროისთვის გადაიდო, განაცხადა ამიერკავკასიაში რუსული ჯარების ჯგუფის შტაბის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ყუფარაძემ 29 ივლისს.


გაყვანის დაწყება 29 ივლისს იყო დაგეგმილი.


“გადადების მიზეზია მძღოლებისათვის ვიზების გაუცემლობა, რომლებიც [შეიარაღების გადატანის შემდეგ] ისევ საქართველოში უნდა დაბრუნდნენ“, იუწყება “ინტერფაქსი“ ყუფარაძის სიტყვებზე დაყრდნობით.


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 28 ივლისს რუს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უარით გასცეს ვიზები იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზებზე ირიცხებიან.


თუმცა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სიხარულიძემ პრეტენზიებს “უსაფუძვლო“ და “სიცრუე“ უწოდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსი სამხედროებისთვის ქართულმა მხარემ ყველა საჭირო დოკუმენტი უზრუნველყო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button