ახალი ამბები

კიევი უარყოფს, რომ ტერაქტის საფრთხემ განაპირობა იუშჩენკოს საქართველოში ვიზიტის გადადება

დღეს ტელეკომპანია “იმედთან“ სატელეფონო ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ირინა გერაშჩენკომ უარყო ვარაუდები იმის შესახებ, რომ ვიქტორ იუშჩენკოს საქართველოში ვიზიტი შესაძლო ტერორისტული საფრთხის გამო გადაიდო.


გაზეთი “რეზონანსი“ 27 ივლისს იუწყება, რომ ვიქტორ იუშჩენკომ, რომელიც საქართველოში ჩამოსვლას 26–29 ივლისს გეგმავდა, ვიზიტი იმის გამო გადადო, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში მოქმედი დივერსანტთა ჯგუფისგან.


“ვიზიტის გადადების მიზეზი პრეზიდენტის განრიგში შესული ცვლილებები გახდა“, განაცხადა გერაშჩენკომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button