ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთთან თანამშრომლობის სურვილს კიდევ ერთხელ გამოთქვამს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 ივლისს განაცხადა, რომ საქართველო დიდხანს აღარ აიტანს უკონტროლო ტერიტორიებზე კრიმინალების არსებობას. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში თანამშრომლობისაკენ.

სააკაშვილმა ამის შესახებ პოლიციელებთან შეხვედრის დროს ისაუბრა, რომელთაც პრეზიდენტმა ბუშის ხელყუმბარის ინციდენტისა და გორის ტერაქტის გახსნის გამო მადლობა გადაუხადა.


“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეები იყვნენ ჩართულები [გორის ტერაქტში], ჩვენ რუსეთთან კონფრონტაციას არ ვეძებთ. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკონტროლო ტერიტორიების არსებობა საფრთხეს უქმნის თავად რუსეთსაც“, განაცხადა სააკაშვილმა.


საქართველოს შსს–მ 25 ივლისს გამოაცხადა, რომ გორის ტერაქტის უკან, რომელსაც სამი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა, რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ.


“ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო არასოდეს აღარ მოითმენს უკონტროლო ტერიტორიებზე კრიმინალების თარეშს. თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ამ პრობლემების [კონფლიქტების] გადაწყვეტას ცივილიზებული დიალოგის გზით ვაპირებთ“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button