
ახალი ამბები
თბილისში რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი ჩამოდის
დღეს თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრი, ასევე რუსულ-ქართული სამთავრობოთაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე იგორ ლევიტინი ჩამოვა.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში იგორ ლევიტინი შეხვდება ერთობლივი კომისიის ქართველ თანათავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს.
მხარეები განიხილავენ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, ასევე რუსულ-ქართული სამთავრობოთაშორისო კომისიის მომდევნო სხდომის ვადებსა და დღის წესრიგს.
This post is also available in: English (ინგლისური)