ახალი ამბები

შსს-ს ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა 4 ივლისს განაცხადა, რომ იგი ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ საავტორო უფლებების უხეში დარღვევისათვის  სასამართლოში 1 000 000 ლარს მოითხოვს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე  განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, რომლის დასახელებისგანაც სამინისტრომ თავი შეიკავა, უჩვენა გადაცემა “პატრული” -ის რეპორტაჟები. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის პროექტით შექმნილი ყოველდღიური პროგრამა მხოლოდ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2 – ის ეთერში გადის და საპატრულო პოლიციის საქმიანობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.


“მხოლოდ რუსთავი 2-ს შეუძლია პროგრამის ჩვენება … სხვა ტელეკომპანიებს შსს პრესსამსახურთან შეუთანხმებლად  გადაცემის რეპორტაჟების გამოყენების უფლება არა აქვს“, ნათქვამია განცხადებაში.


მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაასახელა იმ ტელეკომპანიის სახელი, რომელმაც საავტორო უფლება დაარღვია, სავარაუდოდ,საუბარია ტელეკომპანია “იმედზე“, რომლის მფლობელიც გავლენიანი ბიზნესმენი და მედია მაგნატი ბადრი პატარკაციშვილია.


გადაცემა “დროებამ“ 3 ივლისს გადასცა ევროკავშირის, ინტერნიუსისა და ტელეკომპანია “იმედის” ერთობლივი პროეტის ფარგლებში სიუჯეტი, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმპციის საკითხს ეხებოდა. ამ სიუჟეტის თანახმად, რომელშიც გამოყენებული იყო გადაცემა “პატრულის“ რეპორტაჟი, ნაჩვენები იყო უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის კონკრეტული ფაქტი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button