skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო დებატები მუშტი-კრივში გადაიზარდა

1 ივლისს პარლამენტში გაჩაღებულ ხელჩართულ ბრძოლაში ათობით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და მმართველი პარტიის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.


მუშტი-კრივი მას შემდეგ გაჩაღდა, რაც დეპუტატმა გივი თარგამაძემ ოპოზიციონერ დეპუტატ კობა დავითაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დავითაშვილმა პარლამენტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დასვა იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა 30 ივნისს რუსთაველის მოედანზე გამართული საპროტესტო აქცია ძალის გადამეტებით დაშალა.


ტელეკომპანიებმა გადასცეს კადრები, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ მონაწილეობდნენ დეპუტატები, მათ შორის გიგა ბოკერია და დავით კირკიტაძე მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციონერი დეპუტატები დავით ბერძენიშვილი, ლაშა ნაცვლიშვილი და ბეჟან გუნავა მუშტი-კრივში. 
 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button