ახალი ამბები

პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახი მეორე შვილს ელოდება

დღეს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა გელა ჩარკვიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი ფეხმძიმედ არის.


პირველ ლედის თავის სამშობლოში, ჰოლანდიაში, სადაც უფროს შვილთან ედუარდ სააკაშვილთან ერთად იმყოფება, შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა უტარდება.


“მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს დიდი ხანია მეორე ბავშვი უნდოდათ და მათ ეს სურვილი ახალი წლისთვის აუსრულდებათ“, განაცხადა პრეზიდენტი პრესსპიკერმა.


მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი კუთვნილ შვებულებას მეუღლესთან ერთად საქართველოს რომელიმე კურორტზე, ან ჰოლანდიაში გაატარებს. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button