ახალი ამბები

ტელეკომპანიის ცნობით, ხელყუმბარის ინციდენტში ეჭვმიტანილი დადგენილია

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ცნობით, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა დაადგინეს იმ პირის ვინაობა, რომელმაც სავარაუდოდ ხელყუმბარა ისროლა  ხალხში, მაშინ როცა საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში 10 მაისს თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოდიოდა.


ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცავებს ბულგარეთის მოქალაქეზე აქვთ ეჭვი. თუმცა, ბულგარეთის ინტერპოლის ხელმძღვანელმა პეტარ ჰრიცოვმა განაცხადა, რომ ქართველ კოლეგებს ბულგარული მხარისთვის ჯერ არ უცნობებიათ ამის თაობაზე, იტყობინება სოფიის საინფორმაციო სააგენტო 27 ივნისს.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს “რუსთავი 2“-ის ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


ქართველი სამართალდამცავები და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო 10 მაისის ინციდენტს ერთობლივად იძიებენ. გამოძიების ფედერალური ბიუროს თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბრაიან პაარმანმა თბილისში 18 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ თავისუფლების მოედანზე ნაპოვნი ხელყუმბარა არის საბრძოლო მოქმედების ხელყუმბარა, რომელმაც უბრალოდ ვერ იმუშავა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button