skip to content
ახალი ამბები

“გაზპრომი“ დსთ-ის ქვეყნებისთვის გაზს აძვირებს

რუსეთის ენერგოკომპანია “გაზპრომის” თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა 24 ივნისს განაცხადა, რომ კომპანია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი ქვეყნებისთვის 2006 წლიდან გაზის ღირებულებას ზრდის, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“.


თუმცა, მან ახალი ღირებულების რაოდენობა არ დააკონკრეტა. მაგრამ არაოფიციალური ინფორმაციით, ფასი 1000 კუბურ მეტრზე 70 აშშ დოლარამდე გაიზრდება. ამჟამად, საქართველო “გაზპრომს“ 1000 კუბურ მეტრ გაზში 60 აშშ დოლარს უხდის.


ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, გაზის ღირებულებას “გაზპრომი” არ გაუზრდის ბელორუსს და სომხეთს.


მილერმა ასევე განაცხადა, რომ “გაზპრომი“ გაზის მიწოდებას მხოლოდ მყარ ვალუტაში განახორციელებს და უარს იტყვის ბარტერულ გარიგებებზე. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button