ახალი ამბები

პარლამენტმა თბილისის საკრებულოს და მერის არჩევის ახალი წესი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 23 ივნისს პირველი მოსმენით პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი თბილისის საკრებულოს და მერის არჩევის ახალი წესი მიიღო.


ეს წესი გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემის შეცვლას ახალი, სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებული მოდელით, რომელსაც პირობითად “მოგებულს ყველაფერი რჩება“ სახელით არის ცნობილი. ოპოზიციამ დაგმო ეს წინადადება და მას “ერთპარტიული დიქტარურის დამყარებისკენ“ მიმართული ნაბიჯი უწოდა.


ამ წინადადების კენჭისყრამდე, პარლამენტმა ჩააგდო ოპოზიციური “ახალი მემარჯვენეების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევას ითვალისწინებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button