ახალი ამბები

საქართველო MAP-ზე განაცხადს 2006 წლის შემოდგომაზე გააკეთებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში 16 ივნისს გამართულ  სახელმწიფო მოხელეთა ფორუმზე განაცხადა, რომ საქართველო ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) განაცხადს 2006 წლის შემოდგომაზე მას შემდეგ გააკეთებს, რაც განახორციელებს იმ რეფორმებს, რომლებიც ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმითაა (IPAP) გათვალისწინებული.


“IPAP–ი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის. ეს ჩვენთვის ნამდვილად დიდი შანსია, რათა წინ წავიწიოთ წევრობის სამოქმედო გეგმისკენ, რომლისთვისაც განაცხადს ჩვენ მომავალი წლის შემოდგომაზე წარვადგენთ. ეს ძალიან ამბიციური მიზანია, მაგრამ მე უკვე ავღნიშნე, რომ ჩვენ ვჩქარობთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პროგრესი დაგანახოთ“, განაცხადა ოქრუაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button